Menu

ჩვენ შესახებ

კომპანიის საქმიანობის ძირითადი აქცენტია ადგილობრივ ბაზარზე საპრომოციო პროდუქციის / მასალების, ბიზნეს და კორპორატიული საჩუქრების და სარეკლამო წამახალისებელი აქსესუარების იმპორტი, ბრენდირება და რეალიზაცია.   კომპანია სევკო წარმოადგენს PSI -ის წევრს, რაც შესაძლებლობას აძლევს საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს ინდუსტრიის მოწინავე წარმომადგენლებთან და მუდმივად ქონდეს ინფორმაცია  თანამედროვე ტენდენციებსა თუ ცვლილებებზე.  
 
კომპანია სევკო მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი მოდელის და ხარისხის ტექსტილს, საკანცელარიო და სარეკლამო პროდუქციას. გარდა ამისა არის ისეთი პრომო პროდუქტებიც, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, განხორციელებული იდეით და სწორედ ამიტომ იმსახურებს დამკვეთის ინტერესს. 
 
კომპანია სევკო-ს ადგილზე აქვს მოთხოვნადი პრომო პროდუქციის მარაგები, ამავდროულად შეუძლია დამკვეთის სურვილისამებრ დაამზადოს სათანადო ხარისხის და რაოდენობის პროდუქტი და მიაწოდოს მას რეალურ ვადებში. დაარსებიდან დღემდე კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოიტანა რამდენიმე ინოვაციური პროდუქტი და მწვავე კონკურენციის პირობებში შეძლო საკმაოდ წარმომადგენლობითი და ვრცელი კლიენტების ბაზის ჩამოყალიბება
 
კომპანია სევკო ორიენტირებულია ხანგრძლივ, ურთიერთ–სასარგებლო და მომგებიან თანამშრომლობის პრინციპზე და მასთან  შეგიძლიათ ეფექტური  პოპულარიზაცია მოახდინოთ, როგორც თქვენი ბრენდის, ასევე ცალკეული პროდუქტის. კომპანია სევკო ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.